ადრე გერგეტის სამების ტაძრის ადგილას, როგორც თეიმურაზ ბატონიშვილის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული.
გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის მოვლა-პატრონობა გერგეტელებს დააკისრა, რომლებიც „სამების საყდრისშვილებად“, მის ყმებად ითვლებოდნენ. ამ პატივს გერგეტელებს მომდევნო საუკუნებში საქართველოს სხვა მეფეებიც უმტკიცებდნენ. გერგეტის სამება „მცხეთის სამკაულის“ სახიზარს წარმოადგენდა. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართველი ქრისტიანების ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია –წმინდა ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს ტაძარი სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა. აქვე, გერგეტში იწერებოდა მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“ – დოკუმენტების კრებული, რომელიც საინტერესო ცნობებს შეიცავს ხევის და აგრეთვე საქართველოს ისტორიის შესახებ
No comments:
Post a Comment